მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 ივნისს, უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

6294c59821409
BM.GE
30.05.22 19:00
1206
11 ივნისს, 20:30 საათზე ახალ სპორტის სასახლეში, უკრაინელი სუპერვარსკვლავებისა და ქართველი არტისტების მონაწილეობით, უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინაში მიმდინარე ომში დაზარალებული მოსახლეობის პირველად საჭიროებებს მოხმარდება.

კონცერტზე უკრაინელი და ქართველი ვარსკვლავები შეასრულებენ ყველასთვის საყვარელ პოპულარულ მუსიკალურ ნომრებს თავიანთი რეპერტუარიდან;

კონცერტი ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება.

კონცერტში მონაწილე უკრაინელი ვარსკვლავები:

• ტინა კაროლი - ევროვიზიის მონაწილე, პროექტ The Voice-ის მენტორი;
• ოლია პოლიაკოვა- მუსიკალური ჯილდოს M1 Music Awards-ის მფლობელი;
• ნადია დოროფეევა - პოპ მომღერალი, დიზაინერი, ბლოგერი და მსახიობი; სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული და არაერთი ჯილდოს მფლობელი;
• კაზკა- უკრაინული ბენდი, ასრულებს პოპს ელექტრო-ფოლკის ელემენტებით;
• ალინა პაში - მუსიკალური ჯილდოს, YUNA-ს მფლობელი საუკეთესო სიმღერისთვის;
• მონატიკი- უკრაინელი მომღერალი, მოცეკვავე და კომპოზიტორი; მისი შოუ „ვიტამინი დ“ 2017 წელს დასახელდა საუკეთესო შოუდ უკრაინაში.

კონცერტში ასევე მონაწილეობენ ქართველი არტისტები:

• თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით
• გორის ქალთა კამერული გუნდი
• ანრი ჯოხაძე
• ნინი ბადურაშვილი
• სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი
• ვაჟთა გუნდი „მძლევარი“.