მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი - ევროკომისიის პრეზიდენტი

62a4b06c87b9b
თელარა გელანტია
11.06.22 19:09
1311
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევშია. როგორც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„მოგეხსენებათ, კომისია ამჟამად ამზადებს რეკომენდაციებს, ე.წ. დასკვნას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობდით ამ შეფასებაზე და აპრილში დაგპირდით, ძვირფასო ვოლოდიმირ, რომ დაუღალავად ვიმუშავებდით მასზე. ასე რომ, დღევანდელი დისკუსიები მოგვცემს საშუალებას, ეს შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე დავასრულოთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის უკრაინამ ბევრი გააკეთა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. „მაგალითისთვის, კორუფციასთან ბრძოლა", - თქვა ლეიენმა.

ინფორმაციისთვის: ევროპარლამენტის რეზოლუციით, 8 ივნისს ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - 438 ევროპარლამენტარი იყო მომხრე, 68 კი - წინააღმდეგი.