მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსტრემალური და არასტანდარტული მდგომარეობა“ - რუსეთის ცენტრბანკის ხელმძღვანელი

621f86a896b7f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 19:24
2936

"ჩვენი ეკონომიკა ექსტრემალურ, სრულიად არასტანდარტულ მდგომარეობას დაუპირისპირდა“, - ასე აფასებს რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის სანქციების გავლენით რუსეთში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში.

მიმართვაში რუსეთის მთავარი ბანკირი ძირითადად მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ფონზე ადამიანების გადაღლაზე და ერთმანეთთან უთანხმოებაზე საუბრობს და კოლეგებს სიმშვიდისა და თანადგომისკენ მოუწოდებს.

ჩვენი ეკონომიკა ექსტრემალურ, სრულიად არასტანდარტულ მდგომარეობას დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა, ყველა ვისურვებდით, რომ ასეთი რამ არ მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რათა ქვეყნის ფინანსური სისტემა და ჩვენ, როგორც ცენტრალური ბანკი ნებისმიერი - ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის შოკს გავმკლავებოდით. ახლა ნამდვილად გავუმკლავდებით.

ყველას, ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა გვიწევს, ეს რთულია. ეს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გვღლის. ვიღლებით და ნერვიულები და გაღიზიანებულები ვხდებით. მეგობრებო, მოდით დავიმახსოვროთ, რომ ჩვენზე ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ ერთიანები უნდა ვიყოთ. ყველამ უნდა მივატოვოთ ნებისმიერი უთანხმოება და კოლეგებს უბრალოდ უნდა დავეხმაროთ. ზოგჯერ დახმარება სამსახურეობრივად რაღაცის გაკეთებაა, ზოგჯერ კი მხარდაჭერის სიტყვებიც საკმარისია. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი, მაგრამ მოდით, არ შევიდეთ პოლიტიკურ კამათში სამსახურში, სახლში, სოციალურ ქსელებში... ისინი უბრალოდ გვართმევენ ძალებს, რომლებიც საქმის საკეთებლად გვესაჭიროება. ჩემს პირად მიზნად მივიჩნევ, გავაკეთო ისე, რომ ადამიანებმა და კომპანიებმა ეს პერიოდი, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით განვლონ.

ძალიან მჯერა, ამ მიზანს ისე მიიღებთ როგორც თქვენსას, ძალიან დიდი მადლობა თქვენი მუშაობის თითოეული დღისთვის. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და მე ვამაყობ თქვენით“, - მიმართა მან თანამშრომლებს და საზოგადოებას.