მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბრეშუმის გზის ვახშმის 7 საოცრება Hennessy X.O.-საგან

5d97382bc82bd
BM.GE
04.10.19 16:01
1186

Hennessy X.O-მ ლეგენდარულ აბრეშუმის გზაზე დაბრუნება გუშინ თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“ პროექტისადმი „ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0: Hennessy X.O.“ მიძღვნილი ექსსკლუზიური ვახშმით აღნიშნა.

სტუმრებს Hennessy XO-ს მენიუ მიშლენის ფრანგმა შეფ-მზარეულმა ფანი რეიმ და ქართველმა შეფმა თეკუნა გაჩეჩილაძემ წარუდგინეს. ბიოლში სტუმრებს 360 გრადუსიანი კინეტიკური ინსტალაცია დახვდათ, რომელშიც Hennessy X.O-ს 7 სამყარო იყო წარმოდგენილი - ოდისეა და ადგილობრივი საოცრებები აბრეშუმის გზის გასწვრივ.

„Hennessy X.O.-ს ყველა წვეთი ოდისეაა“, – ამ კონცეფციის თანახმად, 2017 წელს 7 ქვეყნის, 7 თანამედროვე არტისტისა და Hennessy X.O.-თი შთაგონებული მათი 7 ნამუშევრის აღმოსაჩენად შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო. 2019 წელს Hennessy X.O. ლეგენდარულ აბრეშუმის გზას უნიკალური გასტრონომიული თავგადასავლისთვის დაუბრუნდა.

Le Guide Michelin-ის კურატორობით, 7 შეფ-მზარეული აბრეშუმის გზაზე Hennessy X.O.-ს ოდისეას შეუერთდა მდიდარი და გასაოცარი კულტურული გამოცდილებებისათვის. თითოეულ ქვეყანაში (ყაზახეთი, საქართველო, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი) ორი შეფ-მზარეულის ერთობლივი შემოქმედება შვიდი კერძისგან შემდგარ საავტორო მენიუში დაიმკვიდრებს ადგილს.

3 ოქტომბერს საქართველოს უნიკალურობების აღმოჩენაში მიშლენის შეფ-მზარეულ ფანი რეის ქართველი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე დაეხმარა. Hennessy X.O.-თი შთაგონებულმა მენიუმ ქართული გემოების დახვეწილი შტრიხები შეიძინა. ექსკლუზიური ვახშმის მენიუში იყო : გრილზე მომზადებული ბადრიჯანი შეზავებული შავი ლიმონით, ნესვით; მწიფე პომიდორი ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეებითა და შებოლილი როზმარინით. პირველი ძირითად კერძი: შავი ზღვის მგელთევზა ნიგვზის კროკეტით და ბროწეულის სოუსით; მეორე ძირითადი კერძი: ბატკანი კაპერსებით, ლიმონით, ანჩოუსებით და კონცენტრირებული პიტნის წვენით.

ყველის დაფა წარმოდგენილი იყო თხის ყველით ფერმენტირებულ ლეღვთან ერთად, წინა სადესერტო ჩაროზად ორბელიანის კაკლუჭა - კარამელიზირებული ნიგოზი ოქროს ფურცელით შეარჩიეს, ბოლო კერძად კი - მერენგი გაყინული ნუგათი და მოცვით.

"ეს პროექტი უაღრესად გაამდიდრებს ჩვენს გამოცდილებას. ახალი კულტურების, ადამიანების, რეცეპტების, ტრადიციების, გემოები გაცნობა შთაგონების წყაროა. სწორედ ასეთი მოგზაურობები მაძლევს ახალ იდეებს,“- განაცხადა მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფმა ფანი რეიმ, - „ ქართული სამზარეულო ნამდვილად ინტენსიური გემოს სამზარეულოა. საინტერესო, სრუქტურული გემო უჩვეულო რელიეფით. ქართული სამზარეულო და სუფრა უხვია. ის საკუთარ თავში არა მხოლოდ მზადების, არამედ გაზიარების ტრადიციასაც მოიცავს. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის იდენტობას. სწორედ ეს არის პროფესიონალებისთვის ყველაზე საინტერესო.“

2017 წელს 36 წლის ფანი რეი ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც პრესტიჟული Michelin Guide-ის ვარსკვლავი მოიპოვა. იგი პარიზის Ritz-სა და პროვანსის Ousteau de Baumanière-ში მუშაობდა. ბურგუნდიული წარმოშობის, პროვანსზე შეყვარებული ფანი 2012 წელს საცხოვრებლად იქ გადავიდა და საკუთარი რესტორანი გახსნა;

L'Auberge de Saint-Rémy-ს შეფ-მზარეული უპირატესობას მსუბუქ სამზარეულოს ანიჭებს, რომელიც პროვანსისა თუ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებით არის შთაგონებული.




Hennessy-ს შესახებ

საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში დაფუძნებული კომპანია Hennessy 250 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უპირობო ლიდერია კონიაკის წარმოებაში. დამფუძნებლის, რიჩარდ ჰენესის სულისკვეთებით შექმნილი ბრენდი 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

კონიაკის სახლის წარმატება და ხანგრძლივი ისტორია იმ კონიაკების სრულყოფილებითაა განპირობებული, რომელთაგანაც თითოეული თაობიდან თაობაზე გადაცემული უნიკალური რეცეპტით იქმნება.

ყველაზე პრესტიჟული, საკულტო კონიაკის სახლი დღესაც LVMH Group-ის ნამდვილი საგანძური და სავიზიტო ბარათია. Hennessy-ს საფრანგეთის საერთაშორისო ვაჭრობაში უდიდესი წვლილი შეაქვს, მისი პროდუქციის 99% ექსპორტზე იყიდება და ის საფრანგეთის „ART DE VIVRE“-ის მსოფლიო ელჩია. „ჰენესის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „გდ ალკოა“.


 

ფოტო:მარიამ აფხაზავა


(NS)