საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის მიერ პარლამენტში გამართულ მოხსენებაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აბსურდული და შეურაცხყმოფელია მთავრობის დღევანდელი განცხადება, თითქოს დღეს საქართველო ყველა კრიტერიუმით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას, ხოლო ევროპელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის მხრიდან ომის წამოწყება სურთ. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდა ნათელ სიგნალს, რომ ქვეყანა მზადაა წლის ბოლომდე გადადგას ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ამის საპირისპიროდ კი ევროკავშირის მისამართით მთავრობის მხრიდან გამაოგნებელი განცხადებები იგზავნება.
“მთავრობის გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, არაფერი გავაკეთეთ თურმე, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე უფრო წინ, ერთადერთი ალბათ ეს იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდოდა - ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.
შენ როცა ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ, მოგეთხოვება ორი რამ: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც მოეთხოვება ზოგადად ყველა მთავრობას, მეორე, თუ რას ელოდება პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას... ისინი ელოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები და ამას გავაანალიზებთ... ეს არ ნიშნავს, რომ ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ყველამ ერთად, არა პოლარიზებულად, გავაკეთეთო ყველაფერი, რათა წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც ჩვენს მიმართ არის გზავნილი, რომ თუ თქვენ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.
ამ დროს ჩვენ გვესმის საპირისპირო და მემგონი მთელმა მოსახლეობამ ვინც მოუსმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული. მინდა, რომ აქედან ბრიუსელში გავაგზავნო სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ეს ნებსით ხდება თუ უნებლიედ, უკვე ამ ყველაფერზე მე პასუხი აღარ მაქვს,”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ბრიფინგისას სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის მოსმენების კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ამავეს გააკეთებს ყველა იმ კანონზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ