25.სექტემბერი .2019 09:45

“აჭარა ჯგუფი” Design Hotels-ის წევრების წლის ღონისძიებას “არენას” უმასპინძლებს

views 467
უკან

პირველად საქართველოში მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, 13:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში “აჭარა ჯგუფი” Design Hotels-ის წევრების წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას “არენა”-ს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ღონისძიებას 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი დაესწრება. ისინი თავიანთ ქვეყანებში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ქმნიან ტრენდებს, აყალიბებენ არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს და საზოგადოებას სთავაზობენ ინოვაციურ გასტრონომიას.

Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები, რამდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში, გაიცნობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის ზრდას და შესაბამისად ეკონომიკურ წინსვლას. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარებას.

ღონისძიების ფარგლებში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში წარმოდგენილი იქნება ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოში წარმოებული პროდუქტი და ნახონ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. აღნიშნული ღონისძიება კარგი პლათფორმაა, როგორც პროდუქციის წარმოჩენის ასევე საექსპორტო ბაზრის ათვისების.

Design Hotels, რომელიც 1993 წელს მხოლოდ 10 ლეგენდარული სასტუმროს პორტფოლიოს ფლობდა, დღეს აერთიანებს მსოფლიოში ასობით გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროებს. თითოეული მათგანი მსოფლიოს ასობით წერტილში: დედაქალაქებში, მიუვალ მთებსა თუ უჩინარ სანაპიროებზე, შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნიკალური ნიმუშია. Design Hotels-ის წევრი სასტუმროები ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეის გარდა, თანამედროვე და ინოვატორული ხედვით გამოირჩევა.

 ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შატო მუხრანი, თიბისი ბანკი, ბორჯომი, საქართველოს ბანკი, მერია, ბესინის ღვინო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პროექტი USAID ზრდა საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა