მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა ჯგუფი“ რუსი ჟურნალისტის მასპინძლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

606565d2d2908
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.21 10:16
3816
„აჭარა ჯგუფი“ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის მასპინძლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ.

„ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო.

ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსი ტურისტების ჯგუფი "აჭარა ჯგუფის" სასტუმრო "რუმსში" იყო გაჩერებული. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი რამენიმე ათეულკაციანი ჯგუფით დაბადების დღის აღსანიშნად ესტუმრა. ტურისტების ჯგუფი საქართველოს მთავრობის დადგენილების დარღვევით კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდა.