მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი": "სამვარსკვლავიანი სასტუმროს სეგმენტში შესვლას არ ვგეგმავთ"

5da1a4665acb8
თათია ჩაფიჩაძე
12.10.19 18:05
1658
„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას განცხადებით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში „აჭარა ჯგუფი“ არსებული ოთახების რაოდენობას გააორმაგებს, თუმცა სამვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში შესვლას არ გეგმავს.

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოში სასტუმროების განვითარების პოტენციალზე საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ დღესდღეობით, „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროებში 700-მდე ოთახია.

„სამვარსკვლავიანი სასტუმროების პოტენციალი ნამდვილად გაიზარდა და ვფიქრობთ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ჩვენ მაინც ქართულ ბრენდს ვქმნით, რაზეც ასევე დიდი მოთხოვნაა. ეს აძლევს მოგზაურს საშუალებას, ჩამოვიდეს და ყველაფერი ქართული მიიღოს ჩვენი სასტუმროს გავლით. ამ კონცეფციის ფარგლებში ვავითარებთ ბაკურიანს და ნოემბრის ბოლოსთვის ვაპირებთ, რომ იქ კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის სასტუმროს მშენებლობა დავასრულოთ. მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი ორი ახალი მიმართულება, ეს არის ბათუმი და აბასთუმანი; აბასთუმანში იცით, რომ სულ ახლახანს შევედით და ასევე „რუმსის“ ბრენდით ვიქნებით წარმოდგენილი. ასევე, ვფიქრობთ, ციხისძირის მიმართულებსაც, როგორც ბათუმის პროექტის დამატებად“, - განაცხადა ჩეხერიამ.