მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ე.წ. რუსული ავიასანქციის შედეგებს აფასებს

5da31921e6ade
ლიკა გურაბანიძე
13.10.19 17:20
2523
„რუსეთის ავიასანქციებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში 20%-მდე კლება გვქონდა, რაც დიდი დანაკარგი იყო. რუსეთის ბაზარი ნამდვილად დაგვაკლდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კატასტროფულ შედეგებამდე მივალთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დაბალანსების საშუალება მოგვეცა",  - ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ bm.ge-ის სანქციების შეფასებისას განუცხადა.

„სასტუმროებში ტურისტების კლება იყო და დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფრენებმა გავლენა არა მარტო თბილისზე, არამედ რეგიონებზეც იქონია, თუმცა ყოველთვის იყო მოლოდინი, რომ რუსეთისგან მსგავსი სიტუაცია დადგებოდა და ვცდილობდით, ბაზრის დივერსიფიცირება მოგვეხდინა. ის ჯგუფები, რომლებიც ამას აანალიზებდნენ, ახალი ბაზრების მოძიებას ცდილობდნენ. ჩვენც ვცდილობდით, რომ საფრანგეთის და გერმანიის მიმართულებით გაგვეაქტიურებინა კამპანია. მაგალითად, გერმანიიდან წინა წელთან შედარებით 10%-იანი მატება გვქონდა,“ - განაცხადა ჩეხერიამ.  

მისივე თქმით, საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის გამოჩენა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

„ველოდებით Ryan Air-ის გააქტიურებას, ის მოგვცემს იმ შედეგს, რომ იქნება ახალი ბაზარი, კიდევ ახალი სეგმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის განვითარებისთვის, იმ ბირთვის შესაქმნელად, რომელზეც დაშენება მარტივი იქნება", - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.