მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარა, მარნეული, თბილისი, კახეთი - როგორია კორონავირუსის გეოგრაფიული სტატისტიკა?

5f6c45f3dd41d
ინგა მურუსიძე
24.09.20 11:07
1125
კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით კვლავ აჭარა ლიდერობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„259 ახალი შემთხვევიდან ლიდერობს აჭარა 164 შემთხვევით, თბილისში შედარებით მცირეა - 34 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 ახალი შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, გორი -1, მარნეული -1, მცხეთა 1 და საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია - 5 შემთხვევა. კრიტიკული ამჟამად ქვეყანაში გვყავს 18 პაციენტი, მათი მდგომარეობის პროგნოზირება ვერ ხერხდება. ყველაზე მეტი კრიტიკული - 8 პაციენტი გვყავს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა სისტემა გამართულია და პაციენტების მართვა უპრობლემოდ ხორციელდება.