მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ტექსტილის" სამი საწარმოდან ორმა მუშაობა შეაჩერა

5e95a82fe0f92
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 16:30
1565
“აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორი გია ლომინაძე BM.GE-სთან საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს, რომლის გამოც კომპანიამ თავისი საწარმოო ძალების მობილიზება ერთ - ბათუმის საწარმოში მოახდინა.

გია ლომინაძის მათი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს უარყოფს და ფოთისა და ქობულეთის ფაბრიკების დახურვის მიზეზად დასაქმებულებში ეპიდემიის რისკებისადმი გაზრდილ შიშს ასახელებს.

„აჭარა ტექსტილს“ აქვს სამი საწარმო - ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში. ქობულეთის საწარმო დაახლოებით 10 დღის წინ გაჩერდა, მაგრამ ბათუმის საწარმო მუშაობს და ვაგძლებთ პირბადეების წარმოებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის გამო თანამშრომელთა ნაწილი არ ცხადდებოდა სამსახურში ჩვენ ერთ საწარმოში მოვახდინეთ სამუშაო ძალების მობილიზება და მხოლოდ ერთ საწარმოს ვამუშავებთ, ჩვენს ხელთ არსებული სამი საწარმოდან.

მინდა გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. კორონავირუსი ჩვენს თანამშრომელს არ დაუდასტურდა. პირველად მეც მცდარი ინფორმაცია მომივიდა, გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში არ დადის და მეც არასწორად მომაწოდეს ინფორმაცია, თუმცა შემდეგ გადავამოწმე ჯანდაცვის სამინისტროში და ჩვენი თანამშრომელი არ არის ის ადამიანი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

როგორც გია ლომინაძემ აღნიშნა, თავიდან პირბადეებს სამივე საწარმო ამზადებდა, შემდეგ ფოთისა და ქობულეთის საწარმოები გაჩერდა და მხოლოდ ბათუმის საწარმო აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის წარმოებაზე 350 ადამიანია დასაქმებული, ზოგადად კი კომპანია 3 000 ადამიანს ასაქმებს.

„ქვეყანაში მდგომარების დაძაბვის მატებასთან ერთად ჩვენ თანამშრომლებს გაუჩნდათ სამსახურში სიარულის შიში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ყველა უსაფრთხობის ნორმა არის დაცული. ეს თანამშრომლები სარგებლობენ ფასიანი შვებულებებით და ისინი ხელფასს ჩვეულებრივად მიიღებენ“, - განაცხადა გია ლომინაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „აჭარა ტექსტილმა“ 1 მლნ-ზე მეტი პირბადე შეკერა.