მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჭარაბეთის ‘’ მხარდაჭერით დღეს, 23:00 საათზე პანდემიით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

5edb5592ea2b4
BM.GE
06.06.20 13:00
791
კომპანია “აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა “ინიციატივის’’ მხარდაჭერით, ფონდი “1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, 23:00 საათზე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის “1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

“ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა "ინიციატივის" ფარგლებში, კომპანია “აჭარაბეთი’’ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას სურვილისამებრ შეიტანონ საკუთარი წვლილი. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად’’-აღნიშნავს აჭარაბეთის წარმომადგენელი, ნინი გუჯაბიძე.


სატელეფონო ნომერი: 0901 900 991

საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE48BG0000000162696882


თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE28TB7404836080100011