მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup World Cup-ის ღონისძიებას საქართველო მასპინძლობს - რეგიონალურ ფინალში ოთხი ქართული სტარტაპი მოხვდა

5f2198afbd945
BM.GE
29.07.20 19:40
904
30 ივლისს, მსოფლიო სტარტაპ რუკაზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გამოჩნდება. კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას - Black Sea and Beyond Regional Competition საქართველო მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნის სტარტაპები იღებენ. “აჭარაბეთი“ როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სფეროს მხარდამჭერი კომპანია კონკურსის გენერალური სპონსორია.

ნახევარფინალში გამოვლინდა 10 რეგიონალური ფინალისტი თორმეტი ქვეყნიდან. ფინალისტებს შორის მოხვდა ოთხი ქართული სტარტაპი: Phubber, Stack, Elven Technology და Cardeal.

რეგიონალური ფინალისტების სრული სია ქვეყნების მიხედვით კი, ასე გამოიყურება:
• ForgeFiction – Armenia
• Botbox pro – Azerbaijan
• Phubber – Georgia
• Stack – Georgia
• Elven Technologies – Georgia
• Cardeal – Georgia
• Smapplab LTD – Hungary
• Izibac Educational SRL – Romania
• Stroma Vision – Turkey
• Bicovery - Ukraine

30 ივლისს, ჟიური 10 რეგიონალური ფინალისტიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზის, 1 000 000 დოლარის მოსაგებად.

„Startup World Cup” სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ, რომელიც მილიარდ დოლარიანი ვენჩურული ფონდია.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional






(NS)