31.იანვარი .2020 20:20

აჭარაში 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა

views 162
უკან

2019 წელს, აჭარას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. გასულ წელს, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 2 002 540 შეადგინა, რაც + 3.7%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინიტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში +7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე +4.5 %, ხოლო ბათუმის პორტში +17.3 % ზრდას ითვალისწინებს.

რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტები ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა, თუმცა მოგზაურების რაოდენობა მზარდია ევროპული ქვეყნებიდანაც.

• ესტონეთი +67.3%
• ლატვია +103%
• ლიეტუვა +59.6%
• გერმანია +27.7%

რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, საიდანაც აჭარაში რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა ლიდერობს თურქეთი 894 750, აზერბაიჯანი 206 412, რუსეთი 106 276, ისრაელი 100 992 და უკრაინა 59 342.

„2019 წელი ტურისტულად გამორჩეული იყო რეგიონისთვის, როგორც მოგზაურების რაოდენობის ისე საერთაშორისო მიღწევების კუთხით. გასულ წელს, ბათუმმა მოიპოვა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის პრესტიჟული ჯილდო. ჩვენი რეგიონი დასახელდა ცნობილი გამომცემლობების და პოპულარული ტურისტული პლათფორმების მიერ საინტერესო, ტრენდულ და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა