მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარაში 2019 წლის ტურისტული ნაკადები სრულად აღდგენილია“ - რიჟვაძე

62bab08a637b6
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.22 11:45
837
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ივნისში, აჭარაში 2019 წლის ტურისტული ნაკადების მონაცემები სრულად აღდგენილია. ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„დღეისთვის, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით ბათუმში, 2019 წლის ტურისტული ნაკადები სრულად აღდგენილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურისტული ნაკადების აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისში ჩვენ 87%-იანი აღდგენა გვქონდა და ივნისის ბოლო დღეების მონაცემებით, აჭარაში ტურიზმის სრულად აღდგენილია.

ასევე, ყოველდღიურად იზრდება აეროპორტის დატვირთვა და გვემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები და ყოველთვიურად 370-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდება.

ამ დროს მნიშვნელოვანია ქალაქსა და ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა სრულად უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა რიჟვაძემ.