15.სექტემბერი .2019 17:55

აჭარაში ბულვარის თურქეთის საზღვრამდე გაგრძელება მომავალი წლიდან იგეგმება

views 1107
უკან

აჭარაში ბულვარის თურქეთის საზღვრამდე გაგრძელება მომავალი წლიდან იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.

როგორც რიჟვაძე ამბობს, ბულვარის სარფამდე გაგრძელებასთან ერთად პროექტი გონიოს ხიდის მშენებლობასაც მოიცავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ მშენებლობა დაიწყება.

"აზიის განვითარების ბანკთან ერთად ჩვენ ბულვარის სარფამდე გაგრძელების პროექტზე და ასევე, გონიოს ხიდის კონცეფციაზე ვმუშაობთ. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ საჭიროა მოკლე ვადებში მოხდეს შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულება და შემდგომ უკვე გადავიდეთ მშენებლობის ეტაპზე. სასურველი იქნება, რომ შევძლოთ ამის დაწყება მომავალი წლისთვის", - ამბობს აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.