მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში დამატებით 2 მლრდ ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნება – აჭარის მთავრობა

5e22c21f34293
ანუკა ჯოხაძე
18.01.20 13:50
1132
აჭარაში დამატებით 2 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნება – ამის შესახებ BM.GE-ის აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე თქმით, აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს აჭარაში 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უახლოეს პერიოდში კი დამატებით 4000 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ინვესტორებმა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინონ. შედეგად, როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, ბოლო 1 წელიწადში 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა.

როგორც აჭარის მთავრობიდან მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე აჭარაში არცერთი მსხვილი შეჩერებული პროექტი არ არის.