მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ეპიდაფეთქების მიზეზი მისმენეჯმენტი იყო - Caucasus Travel-ის დამფუძნებელი

5f904f770434a
ვიქტორია მღებრიშვილი
25.10.20 17:18
1018
ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ არა თუ რეგულარული ფრენების ამოქმედების სტრატეგია ვერ განსაზღვრა და რიგ ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენა დააგვიანა, არამედ შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ აჭარაში ჩასული დიდი ნაკადებიც ვერ მართა.

„საშინლად გაწბილებული ვართ“, - აცხადებს BM.GE-ისთან საუბრისას ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი.

მისი თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რეგულაციების შეუსრულებლობის გამო დამძიმდა, რაც კონტროლის სისუსტის ბრალი იყო.

„მისმენეჯმენტზე რომ ვისაუბროთ, რა განსაკუთრებული ნიჭი და ინტუიცია უნდოდა იმის შეფასებას, რომ საჭირო იყო ზაფხულში ზღვის კურორტებზე ჩასული ქართველების მართვა და კონტროლი. ის, რომ ქართველები ბევრნი იქნებოდნენ და ნაკადების კრიტიკული მასები წარმოიშვებოდა, ამას განჭვრეტა რად უნდოდა?! თითოეული თანამდებობის პირს უნდა აეღო პასუხისმგებლობა, მათ შორის თავადაც უნდა ეხმარათ პირბადეები და მაშინ მოსახლეობაც დაიცავდა მოთხოვნებს და ეს მდგომარეობაც არ გვექნებოდა", - ამბობს Caucasus Travel-ის დამფუძნებელი.

საბა კიკნაძე ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის დადებით მხარეებზეც საუბრობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებდა სახელმწიფომ მაინც არ გახსნა საზღვრები, თუნდაც - დროებით. მარტიდან მაისამდე სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობდით და ვმუშაობდით იმაზე, როგორ მომხდარიყო მდგომარეობის მართვა, თუმცა ხელისუფლება სულ სხვა გზით წავიდა. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი კი ვაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად და ტურისტების მოსაზიდად, რეალური ნაბიჯები ივნის-ივლის-აგვისტოში არ გადაიდგა. დავხურეთ ყველაფერი. ეს ის პერიოდია, როდესაც 12 გარდაცვლილი გვყვავდა და არაფერი ხდებოდა.

ფრუსტრაცია დამეწყო მას შემდეგ, როდესაც აღმოვაჩინე, რამდენი ფრენა, როდიდან და რა გვიან დაინიშნა და რა ცოტა იყო სიხშირეები. დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი იყო ამით ან რამე გვესწავლა ან მსოფლიოში მესიჯი გაგვეგზავნა, რომ ჩამოსულიყვნენ. უბრალოდ, ვამაყობდით და ფოტოებს ვბეჭდავდით გაზეთებში. ჩამოდით და პასუხისმგებლიანად მოგემსახურებითო, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა, თორე, მზად ვიყავით - შეძენილი გვქონდა უამრავი საშუალებები და მეთოდოლოგია გარკვეული გვქონდა იმისთვის, რომ 5 კაცი მაინც მიგვეღო მთელი პასუხისმგებლობით, რომ მათ აქ არაფერი შეჰყროდათ, მაგრამ მაქამდეც ვერ მივიყვანეთ საქმე, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, არც უცხოელი ტურისტები იკლავდნენ თავს აქ ჩამოსვლის სურვილით და მეორე მხრივ, შემოსასვლელი კარიც დაკეტილი გვქონდა“, - აღნიშნა საბა კიკნაძემ.