მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში გამოწვევად რჩება 300-კაციანი ქორწილები - დეპუტატი

610038d1d13f8
ინგა მურუსიძე
28.07.21 00:00
1772
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ აჭარაში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი ისეთივეა, როგორც სხვაგან და რამე განსაკუთრებული სხვაობა არ შეუნიშნავს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სპეციალისტების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ვებინარზე განაცხადა.

„შთაბეჭდილება იმისა, რომ პირბადეების მოხმარება აჭარაში ნაკლებია სავარაუდოდ ვიზიტორებს რჩებათ იმიტომ, რომ ისინი ირჩევენ დასასვენებლად ისეთ ადგილებს, როგორიც არის ბულვარი, ტყე-პარკი, სანაპირო და ვერ წარმომიდგენია ზღვაში, ან ზღვის პირას მყოფი ადამიანები პირბადით იყვნენ. უბრალოდ თხოვნა რჩება, რომ ბულვარში, მასობრივი თავშეყრის შემთხვევაში გაიკეთონ პირბადე. პირბადის არმოხმარება თვალში საცემია ბულვარში, თუმცა ეს არ ეხება მაღაზიებს, ბაზრობებს, სადაც შედიან მოქალაქეები და შიდა სივრცეები მაქსიმალურად კონტროლდება“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით, გამოწვევად რჩება ხალხმრავალი ქორწილები, რომელიც აჭარაში ტრადიციულად იმართება.

„იმართება ქორწილები, რომელიც 300 და მეტ ადამიანს მოიცავს. ხშირად არის კითხვა, რესტორნებში რატომ არ არის პრობლემა ბევრი ხალხი რომ იკრიბებაო და ამაზე პასუხი არის ის, რომ ქორწილებში ნათესავები იკრიბებიან და დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ხოლო რესტორანში სხვადასხვა ჯგუფებს შორის დისტანციის დაცვა შესაძლებელია“, - განაცხადა დეპუტატმა.

მან მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართა, რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.