მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა - Covid-გეოგრაფია

5fb61a9e4e1a8
ინგა მურუსიძე
19.11.20 11:16
602
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა - 664, იმერეთი - 538, ქვემო ქართლი - 243, შიდა ქართლი - 175, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 238, მცხეთა-მთიანეთი - 91, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.