მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში მდებარე სასტუმროებიდან 180-მა უსაფრთხოებაზე შემოწმება უკვე გაიარა

5f0dc0e0084bb
ინგა მურუსიძე
14.07.20 19:44
892
აჭარაში მდებარე 180-მდე სასტუმრომ შემოწმება წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ BM.GE-ის აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.

„რეგიონში ამოქმედებულია ძირითადი ტურისტული ატრაქციებიც. 3-თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა ბათუმის
საბაგირომაც, რომელიც შიდა ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებებს სთავაზობს.

მუშაობას აგრძელებს ბათუმის დელფინარიუმიც, სადაც დელფინების შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას, 16:00 საათზე იმართება.

რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარაში ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.