მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, შეწყდა სამგზავრო გადაყვანები სხვა რეგიონებიდან აჭარაში

5f6ee405d78d8
BM.GE
26.09.20 10:42
1031
აჭარაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, დღეიდან საქალაქოთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ამას "იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ" მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს. 

ამავე ცვლილებების თანახმად, დღეიდან აჭარაში კაფეები/ბარები მუშაობას მხოლოდ 22:00 საათამდე შეძლებენ. 

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩერდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; საბაგიროთი გადაადგილება. მუნიციპალიტეტებს ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ან/და უკუმიმართულებით ჩერდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რესტორნები/ბარები/კაფეები ფუნქციონირებენ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე,"- ნათქვამია დადგენილებაში.