მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ

5f6c6ae2750bb
ინგა მურუსიძე
24.09.20 13:44
1850
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება, - გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო.

„აჭარაში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვების დაწესება გახდა აუცილებელი. ხვალ 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ დილამდე, ხოლო დღის განმავლობაში იმუშავებენ. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება.

ეს ყველაფერი იქნება იქამდე, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ დასტაბილურდება“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ბათუმში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმში სულ 8 კრიტიკული პაციენტი ყავთ.