11.მაისი .2020 16:11

აჭარაში უსაფრთხოების ნორმებს სპეციალური ჯგუფი გააკონტროლებს - გიორგი გახარია

views 213
უკან

აჭარაში უსაფრთხოების ნორმებს სპეციალური ჯგუფი გააკონტროლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში აჭარის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ შევქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ აჭარისთვის უსაფრთხოების წესების დასაცავად, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ჩვენ აჭარაში ტურიზმი აღვადგინოთ, მაგრამ ყველა ეს გეგმა დაგვრჩება უკან და იქნება უსაფუძვლო თუ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, თითოეულმა კომპანიამ არ დავიცავით ელემენტარული წესები.

სამწუხაროდ, ყველა უნდა შევეგუოთ რომ პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა