მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

6426fe20a4328
ალა ისპირიანი
31.03.23 20:56
564
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი KfW სტანდარტების შესყიდვების თანახმად გამოცხადდა და განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 30 მაისია. პროექტის ბიუჯეტი კი 59.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ტენდერით დაინტერესებულ კომპანიების შეუძლიათ გამოხატონ დაინტერესება აჭარის სოფლის ხუთ მუნიციპალიტეტში მონაწილეობის მისაღებად. 

საერთაშორისო ტენდერი ორ კომპონენტს გულისხმობს, LOT-1 და LOT-2-ს. პირველი ლოტი დაბების,  ხოლო მეორე ლოტი სოფლების ტერიტორიებს მოიცავს.

ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია:

-წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა;
-წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;
-წყალარინების ქსელის მშენებლობა;
-წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა;
-წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
-მცირე და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;
-წყლის სატუმბო სადგურების მშენებლობა;
-საწყობების მშენებლობა;
-ლაბორატორიების მოწყობა;