მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარის კორექტირებულ ბიუჯეტში მოსახლეობის ყველა პრიორიტეტი აისახება“ - თორნიკე რიჟვაძე

60b0be4e885d7
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 21:35
553
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტირებაზე, სადაც აისახება მოსახლეობის პრიორიტეტები და ის ხარჯვით ნაწილში უპრეცედენტო იქნება. აღნიშნულის შესახებ მან აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და 4 თვის მონაცემებით, პრივატიზების წლის გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული. მისი თქმით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია. „კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვით, ასევე ასახული იქნება მოსახლეობის ყველა პრიორიტეტი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მან აჭარის მინისტრთა კაბინეტს მათ სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ პროექტების უმოკლეს დროში წარდგენა დაავალა, რათა ბიუჯეტის კორექტირებისას ყველა მნიშვნელოვანი საკითხების ასახვა და გათვალისწინება მოხდეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერა გრძელდება. აჭარაში მიწის დამუშავების პროგრამა წარმატებით დასრულდა. წელს 2 150 ჰექტარზე მეტი მიწის დამუშავება უფასოდ განხორციელდა. პროგრამა მეორე წელია მიმდინარეობს. პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრამით ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დამუშავდა.