30.დეკემბერი .2019 17:32

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სასტუმრო "ინტურისტი" 20 000 ლარით დააჯარიმა

views 351
უკან

აჭარაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რამდენიმე სასტუმრო დააჯარიმა.

"მიმდინარე წელს, უნებართვო სამუშაოების და სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ: სასტუმრო "ინტურისტი" – 20 000 ლარით; სს "აჭარწიგნი" – 10 000 ლარით; შპს "ამბასადორი" – 10 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე – 20 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე – 5 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #50-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე – 5 000 ლარით; მემედ აბაშიძის ქ. #14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე – 5 000 ლარით; ირაკლი აბაშიძის ქ. #6-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე 5 000 ლარით", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა