მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა მოიჯარეებს ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებს

61a5f16dc826a
BM.GE
30.11.21 13:37
750
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. 


,,ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური“- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.