30.აგვისტო .2020 15:17

აჭარის მთავრობა საკარანტინედ სასტუმროების დასაქირავებლად დამატებით 7.8 მლნ ლარს დახარჯავს

views 551
უკან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში საკარანტინე სივრცეების მოწყობაზე დამატებით 7.8 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადიდან ირკვევა.

სასტუმრო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება.

“შესყიდვის ობიექტია: საკარანტინე ზონების მოწყობა, რომელიც მოიცავს სასტუმრო მომსახურებას, კერძოდ: მოქალაქეების სასტუმროებში განთავსება/დაბინავებას, მათ კვებას და საჭიროების შემთხვევაში სივრცეების დეზინფექციას.

ასევე საკარანტინე სირცეების მართვის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ვირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო სამედიცინო ტანსაცმლის (ერთჯერადი გამოყენების ხალათების) შესყიდვა,”- ნათქვამია განაცხადში, რომლის განხორციელებაზეც შესყიდვების სააგენტომ 24 აგვისტოს გასცა თანხმობა.

ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს საკარანტინედ სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი აქვთ დახარჯული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილება მიიღო 2 დღით, 12 დღემდე შეემცირებინა სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა.

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5524 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა