მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობასა და დიაგნოსტიკას დააფინანსებს - ბიუჯეტი 0,5 მლნ-ია

6242d1e87eae5
მარიამ იზორია
29.03.22 13:55
835
აჭარაში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელიც უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას გულისხმობს. ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული პროგრამისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა, მომართვიანობიდან გამომდინარე კი შემდეგ ეტაპზე ბიუჯეტი გაიზრდება. 

"ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეთა მომართვიანობა. გვაქვს ახალი ინიციატივები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ მიმართულებით უკვე შემდეგი კორექტირების დროს, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. მომართვიანობიდან გამომდინარე კი, მომავალ წლებში გაიზრდება დაფინანსება” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროებათ. დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები.