მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა ხარჯებს ამცირებს და რესურსს ვირუსის პრევენციისთვის მიმართავს

5e74db4f6675c
BM.GE
20.03.20 19:01
870
"შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება - მოხდება აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დაკორექტირება, შემცირება და გამოთავისუფლებული რესურსი მოხმარდება კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებს" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.

ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში ფიქსირდება 6000-ზე მეტი მოქალაქე.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, სასურსათო პროდუქციის მიწოდება რამდენიმე დღეში დაიწყება და განხორციელდება სპეციალურად დატრეინინგებული პირების მიერ. ტრეინინგი ჩატარდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ. მიწოდების პროცესში ჩართული იქნება რეგიონის ახალგზრდული ცენტრი, მოხალისე ახალგაზრდები, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა, წითელი ჯვარი.