18.მარტი.2016 11:19
საზოგადოება

აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. კერძოდ, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამოდენიმე მონაკვეთზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება.
 
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები გაგრძელდება 31 მარტამდე, რის შემდგომ "სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცემა მაგისტრალური გაზსადენის დატვირთვის და ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესის დაწყების საშუალება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება და დასრულდება 3 აპრილს.

"შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს ვუხდით ბუნებრივი გაზის ყველა მომხმარებელს.

კომერციული ბუნებრივი გაზის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიულ საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება.

ხოლო მოსახლეობას მოუწოდებთ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი გაზის ჩართვის პროცესში დაცული იქნას უსაფრთხოების წესები, თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები.

"სოკარ ჯორჯია გაზი" აქტიურად თანამშრომლობს აჭარის ხელისუფლებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, რათა შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება", - განმარტავენ სამინისტროში. 

25.აპრილი.2019 18:19
24

გუდამაყრის ხეობაში ხანძარია

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:00
29

Ge.Domains - პირველი Cloudflare-ის სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:30
57

სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:22
58

გურამ წიბახაშვილის გამოფენა - "ზამთარი გადატანილია", თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:15
51

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია დაიწყო

ვრცლად
25.აპრილი.2019 14:55
584

თორნიკე რიჟვაძე ელექტრომობილებზე: უსაფრთხოების ხარჯზე კომპრომისებს ვერ დავუშვებთ

ვრცლად