საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის საკითხებს მიეძღვნა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, ასევე საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.
შეხვედრაზე განიხილეს მაღალმთიან აჭარაში სათემო ინტერნეტიზაციის განხორციელების შესაძლებლობა და გზები, რომელიც სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა მხარდაჭერით განხორციელდება და სრულად დაიფარება ყველა დასახლებული პუნქტი.
აღინიშნა, რომ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, იქ სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია, კერძო სექტორისთვის კომერციულად არამიმზიდველი გარემოა და შესაბამისად მოსახლეობა დარჩენილია ინტერნეტის გარეშე, მთავრობის მხრიდან სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები ხორციელდება.
შეხვედრაზე გამოხატული იქნა მზაობა და მხარდაჭერა, რომ აჭარის რეგიონში დაიწყოს სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, ასევე დაიგეგმა პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები.
სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. სახელმწიფოს როლი ამ მოდელში ითვალისწინებს მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში პროექტის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ.
აღნიშნული პრინციპების დაცვით, 2017 წელს თუშეთში, ინტერნეტით დაიფარა 2 ხევი და 24 სოფელი, 2019 წლის ბოლოს ფშავ-ხევსურებსა და გუდამაყარის ხეობებში, ინტერნეტით დაიფარა 130-მდე სოფელი (496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, IP ტელეფონების ინსტალაცია განხორციელდა 18 ოჯახში).
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება