მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის რომელ პლაჟებთან არის ზღვის წყალი ყველაზე სუფთა?

62f23709a8b68
BM.GE
09.08.22 14:31
2531
აჭარის პლაჟებთან ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ბანაობისთვის დასაშვებ ნორმაშია.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ის სანაპიროებია დასხელებული, სადაც წყალი ყველა სუფთაა და იმ სამუშაოებზეა საუბარი, რომელიც წყლის შესამოწმებლად ჩატარდა.

მათი ცნობით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო.

„ყველაზე სუფთა წყალი, ტრადიციულად, სარფის სანაპირო ზოლშია, შემდეგ კვარიათსა და გონიოში, შემდეგ კი, ქობულეთში.

ხარისხის დასადგენად ზღვის წყალში შემდეგი მაჩვენებლები შემოწმდა: ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, კოლიფაგი, ოქროსფერი სტაფილოკოკები, პათოგენები. დადგინდა, რომ მაჩვენებლები ყველგან ნორმის ფარგლებშია. ლაბორატორიული კვლევებით წყალში ვირუსის გამომწვევი ბაქტერიები არ აღმოჩენილა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.