17.მარტი .2020 21:00

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვების ობიექტებს მომსახურების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

views 168
უკან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედ კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მოუწოდებს მოქალაქეების უშუალო მომსახურება დროებით შეზღუდონ და მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებით იმოქმედონ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რეკომენდაცია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა. რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, როგორც პრემიერმა განაცხადა, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა