მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარისწყალი ჯორჯია" - სოციალური პასუხიმგებლობა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია

5ddfa06a27f1d
BM.GE
28.11.19 14:24
1976
სადღეისოდ, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ბიზნესს მაღალ სტანდრატებს უყენებენ. მომხმარებელი, რომელიც საკმაოდ გაზრდილი და გაგვითცნობიერებულია ხარისხისა და ფასის გარდა სხვა სარგებელსაც ითხოვს. "Cone Communication"-ის კვლევის მიხედვით ათიდან ცხრა მომხმარებელი კომპანიისგან ითხოვს, რომ ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გარემოსა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, გამოკითხულთა 84% კი ამბობს, რომ უპირატესობას ანიჭებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს.

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია", რომელიც მაღალმთიან აჭარაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს, დღიდან დაარსებისა თავის საქმიანობაში ნერგავს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს. 2014 წლიდან დღემდე კომპანიას სოციალური პროექტების უზრუნველყოფის მიზნით 8 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, რაც უპრეცენდენტო თანხის ოდენობაა საქართველოსთვის და განსაკუთრებით მთიანი აჭარის რეგიონისთვის.

2012 წელს გაჩნდა იდეა, რომ მაღალმთიან აჭარაში "ზეკარის ალპური ბოტანიკური ბაღი" დაარსებულიყო, რომელსაც 2016 წელს შეესხა ხორცი აჭარის მთავრობის, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ტურიზმის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის, ხულოს მუნიციპალიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაცია "MercyCorps"-ის საქართველოს წარმომადგენლობის და შ.პ.ს. "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს ფინანსური მხარდაჭერით, ასევე შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა" (alcp)-ს მიერ. "აჭარისწყალი ჯორჯია"-მ ალპური ბაღის პროექტის განხორციელებისთვის 100000 დოლარი კონტრიბუცია განახორციელა.

ალპური ბაღის პროექტის გარშემო, "აჭარისწყალი ჯორჯიას" სოციალური პასუხსიმგებლობის მიდგომების შესახებ, ასევე მომხმარებელთან პასუხისმგებელ ურთიერთობაზე სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობაზე და კომპანიის ბიზნეს საქმიანობის გამჭირვალობაზე გვესაუბრება "აჭარისწყალი ჯორჯიას" სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე.

-ალპური ბაღის პროექტი გამორჩეული პროექტია ჩვენთვის, ბაღი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარა თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე, მას ათ ჰექტრამდე ფართობი, ჩრდილო აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე უკავია და ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზეა. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორია მრავალფეროვანი ჰაბიტატებით გამოირჩევა, აქ წარმოდგენილია: ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობის და ქვიანი ეკოტოპი. ამჟამად ალპური ბაღის ტერიტორიაზე არსებობს ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე.
გოდერძის ალპური ბაღის შექმნით შესაძლებელი გახდა: 1.მცენარეთა კონსერვაცია-ადგილობრივი ფლორის ვიწრო, ლოკალური გავრცელების მქონე მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება (ჰაბიტატებისა და სახეობათა in situ და ex situ კონსერვაცია), 2. ეკო-განათლების ხელშეწყობა-ალპურ სადგურში თავმოყრილი კოლექციის გამოყენება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ტურისტული მიზნებისათვის; 3. აღდგა სუბალპური ტყის ზოლის გოდერძის ალპურ ბაღში განხორციელდება სარგავი მასალის (ნერგების) გამოყვანა, რომელიც უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიის და ზოგადად, მაღალმთიანი აჭარის ტყის ზოლის აღდგენას.
ასევე უმნიშვნელოვანესია სოფლად ტურიზმის განვითარება-სოფლის ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურისტული მომსახურების სერვისის განვითარებას.

– როგორ განსაზღვრეთ რა იყო რეგიონისთვის თქვენი კომპანიის პასუხისმგებლობა? რის მიხედვით მოხდა პრიორიტეტების შერჩევა და რა ტიპის სოციალური პროექტები განახორციელეთ?

– შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შეიმუშავა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომელშიც აისახა ჩვენი, როგორც ინვესტორი კომპანიის ძალისხმევა მაღალმთიან აჭარაში გრძელვადიანი და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის.

ჩვენმა კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით სამი მიმართულება აირჩია: განათლება და ცნობიერების ამაღლება, თემების განვითარების ინიციატივები და ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს მიმართულებები შევარჩიეთ ჩვენს მიერ ჩატარებული სოციალურ-ეკონიმიკური კვლევის, ადგილობრივი ხელისუფლების მიზნობრივი პროგრამებისა და მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად.

რეგიონის საჭიროებათა კვლევის საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა გრძელვადიან განვითრებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტები: ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. მაგ. გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყალის მოწესრიგება, ბაგა-ბაღის მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია, სტუდენტების დაფინანსების პროგრამა, სტუდენტების სტაჟირების პროგრამა, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა-განვითარება, ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (მეფუტკრეობა, მეთხილეობა, მეცხოველეობა) და ა.შ.

– რა ფორმით ახორციელებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან?

– პირველი, რაც პროექტის დაწყებისთანავე დავგეგმეთ ეს იყო საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ თემებთან. ამასთანავე, მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით ორივე მუნიციპალიტეტში შევქმენით საჯარო საინფორმაციო ცენტრები, რომელთა მთავარ ფუნქციას ჩვენი პროექტის გარშემო არსებული აქტუალური საკითხების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს.

– რეპუტაცია ძალიან სათუთი თემაა, რადგან მარტივად შეიძლება დაინგრეს. მას შემდეგ რაც კომპანიამ მოიპოვა ადგილობრივების ნდობა და დაიმკვიდრა კარგი იმიჯი და რეპუტაცია, აუცილებელია მის შენარჩუნებაზე მუდმივად ზრუნვა, როგორ ზრუნავთ კომპანიის რეპუტაციაზე და რა პროექტებია დაგეგმილი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის კუთხით?

- მოსახლეობასთან, ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან, რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია არის ჩვენი კომპანიისადმი, პროექტისადმი ნდობის ზრდის და რაც ყველაზე მთავარია ასეთი მასშტაბური და კომპლექსური პროექტის წარმატებულად განხორციელების გარანტი. ცხადია, ამასთანავე სხვადასხვა სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების წარმატებულად, ერთობლივად განხორციელება ხელს უწყობს ჩვენი პროექტისადმი მხარდაჭერის ზრდას გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის პროექტის მშენებლობაში ჩვენი კომპანიის ჩართულობა, ადგილობრივ თემებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ერთობლივი თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ასევე, ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ სახელისუფლებლო ორგანოებთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამის შემუშავების მიმართულებით ორივე მუნიციპალიტეტებში. შპს "აჭარისწყალი ჯორჯია" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას და სწორედ ამ მიზნით შუახევი ჰესის პროექტის დაწყებისთანავე დავიწყეთ სტიპენდიების გაცემა ახალგაზარდებისთვის შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან. და ბოლოს, უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ სოციალური პასუხისგმებლობის პროგრამებს შუახევი ჰესის ოპერირების ფაზაშიც გავაგრძელებთ, რადგან აჭარის რეგიონის განვითარების მხარდაჭერა, კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. მჯერა, აჭარის მთის გრძელვადიანი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას შევძლებთ და მდგრადი განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ლიდერი კომპანიის სტატუსს არასდროს დავკარგავთ.

და, ბოლოს აჭარის მაღალმთიან რეგიონში „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული რამდენიმე სოციალური პროექტების ჩამონათვალი: 

სტუდენტების დაფინანსების პროგრამა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი, მეფუტკრეობის განვითარების პროექტი, სოფელი მახალაკიძეები, წყალსადენი სისტემის მოწყობა, სოფელი წაბლანა, სოფლის გზის რეაბილიტაცია. სოფელი წაბლანა, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, სოფელი ყინჩაური, სკოლის ბიბლიოთეკისა და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია, სოფელი წაბლანა, სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია სოფელი წაბლიანი (ყიშლა),სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, სოფელი ფაჩხა, სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სოფელი დიაკონიძეები, სარწყავი არხის რეაბილიტაცია, სოფელი ოქრუაშვილები,სარწყავი არხის რეაბილიტაცია, სოფელი ღურტა, სარწყავი არხის რეაბილიტაცია, სოფელი ფაჩხა, სოფლის წისქვილის მშენებლობა, სოფელი ახალდაბა, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, სოფელი ვაშლოვანი, გზის რეაბილიტაცია,სოფელი მახალაკიძეები, გზის რეაბილიტაცია.

(NS)