მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ACI Europe: ევროპის 200-მდე აეროპორტი გაკოტრების საფრთხის წინაშეა

5f996a55e8a6c
ნათია თაქთაქიშვილი
28.10.20 23:14
831
ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI Europe) აცხადებს, რომ თუკი მგზავრების მიმოსვლა წლის ბოლოდან არ დაიწყებს გააქტიურებას, ევროპის 200-მდე აეროპორტი უახლოეს თვეებში გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა 193 აეროპორტი ევროპის მასშტაბით, რომლებიც დაახლოებით 277,000 სამუშაო ადგილს ქმნის და ევროპის მშპ-ში 12.4 მილიარდი ევროს გენერირებას ახდენს.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ძირითადად, შედარებით მცირე ზომის აეროპორტებია, რომლებსაც ყოველწლიურად 5 მილიონზე ნაკლები მგზავრი ჰყავთ.

„გაცხადებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ავიასექტორში დრამატული სურათია. ავიაცია 8 თვეა კრიზისშია და საკუთარ სახსრებს იყენებს გადასარჩენად. ეს მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები ძლივს ფარავს საოპერაციო ხარჯებს“, - განაცხადა ოლივერ ჯანკოვეჩმა, ACI Europe-ის გენერალურმა დირექტორმა.

ACI Europe-ის მიხედვით, ევროპულ აეროპორტებში მგზავრების მიმოსვლა მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით არის შემცირებული რაც, დაახლოებით 172.5 მილიონი მგზავრის დაკარგვას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვრიდან დღემდე აეროპორტებმა 1.29 მილიარდი მგზავრი დაკარგეს.