მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აცრა სერიოზულად იცავს“ - ამირან გამყრელიძე

620b784609cb5
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.22 14:10
5652
„აცრა სერიოზულად იცავს“ - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინაციის ეფექტიანობას შეეხებოდა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესში მხოლოდ მოწოდებები საკმარისი არ არის და თავისი პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს.

„გიდასტურებთ რომ აცრას, როგორც სრულს, ანუ ორი დოზით, ისე განსაკუთრებულს ანუ ბუსტერის გაკეთებას პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა აქვს.

მარტო ის, რომ ჩვენ მოვუწოდოთ ადამიანებს აცრისკენ, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. თითოეული ადამიანის თვითშეგნება... შეშინება ხომ არ შეიძლება ადამიანების, მაგრამ 6 000 ადამიანი ვინც ჰოსპიტალშია, 1000 ადამიანი მძიმე პაციენტია, 285, ვინც ხელოვნურ ვენტილაციაზეა – იქიდან რა პროცენტია აცრილი?! ნახავთ, რომ აცრა სერიოზულად იცავს. ჩვენი მერვე გადახედვა საკმაოდ ტრანსფარენტულია, მიუხედავად იმისა რომ მაშინ „ომიკრონი“ არ იყო ასე გავრცელებული, იქ ნახავთ, როგორ იცავს ვაქცინა ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, ინტენსიური თერაპიისგან, სიკვდილიანობისგან და დარწმუნდებით, რომ აცრა ამ 4 მთავარი მოვლენისგან რეალურად იცავს. 1 წელზე მეტი გავიდა, რაც მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს. 100%-იანი მედიცინაში არაფერია, შეიძლება წითელას აცრის შემდეგ წითელა დაგემართოთ, მაგრამ ძალიან მარტივ ფორმაში გექნებათ. „ომიკრონმა“ აჩვენა, რომ თუ „დელტა“ ან „ალფა“ შტამის მიმართ დამცველობითი უნარი უფრო მაღალი იყო, „ომიკრონზე“ ეს ასე არ არის, მაგრამ თუ დაემართება, ეს იქნება შედარებით კიდევ უფრო მსუბუქი და ეს ადამიანი დიდი ალბათობით საავადმყოფოსა და რეანიმაციაში არ მოხვდება“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში ვაქცინა პრაქტიკულად არ მუშაობს, ამიტომ მწვანე პასპორტს აღარ ჰქონდა აზრი.