მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრილი ახლობლების გაზრდილი რაოდენობა ვაქცინაციის მსურველებს ზრდის - ACT-ის კვლევა

60a81461a3fab
თამთა ჯიჯავაძე
22.05.21 00:08
940
თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში 33%-ით გაიზარდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე. ამის შესახებ ACT-ის ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც თბილისელების ვაქცინაციისადმი დამოკიდებულების გამოვლენის მიზნით ჩატარდა. ცნობისთვის, ACT-მ ორი კვლევა ჩაატარა: პირველი - საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე (თებერვალში) და მეორე - შემოტანიდან 2 თვის შემდეგ (აპრილში).

აპრილში ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ უკვე 70% აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკმარის ინფორმაციას ფლობს და მზადაა გადაწყვეტილების მისაღებად. „მართალია, ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროები ორივეგან უცვლელი დარჩა: ინტერნეტი, ტელევიზია და მეგობრები/ახლობლების ფაქტორი, თუმცა მეორე გამოკითხვისას, მცირედი პროცენტული ზრდა (6%-იანი) მაინც გამოიკვეთა ტელევიზიის შემთხვევაში (სულ 67%) და 11%-იანი მეგობარ/ახლობლების (სულ 26%) დასახელებისას“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 55 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% ინფორმაციის მიღებისას ტელევიზიას ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ როდესაც 18-34 წლის წარმომადგენელთა 87%-ისთვის, პირველ ადგილზე ინტერნეტი რჩება.

„საინტერესოა ის ფაქტი, რომ მეგობარ-ახლობელთა, როგორც სანდო წყაროდ დასახელების მაჩვენებელი, თანაბრად გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რაც სავარაუდოდ აცრილი მოქალაქეების რეკომენდაციების შედეგია.

წინა ტალღასთან შედარებით 10% – ით შემცირდა სამედიცინო პერსონალის და 11% – ით გაიზარდა ახლობლების/ნათესავების/მეგობრების აზრის გათვალისწინების მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის მნიშვნელობაზე. გამოდის, რომ ვაქცინირებული ახლობლების გაზრდილი რაოდენობა, ავტომატურად ზრდის ვაქცინაციის მსურველებს“, - წერია კვლევაში.