მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრისთვის მიღებული 200-ლარიანი დანამატი "ლიბერთის" საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება - სამინისტრო

618a75ba78649
ინგა მურუსიძე
09.11.21 17:25
3406
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება, 200 ლარიან ერთჯერად დანამტს მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.

"ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.

ის მოქალაქეები, რომლებიც აცრის პირველ დოზას 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლოს გაიკეთებენ, ერთჯერად დანამატს 2022 წელს მიიღებენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.