მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აცრით დავიცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფებს #აიცერით - ქეთევან ჩხატარაშვილი

606c3e69e9976
ინგა მურუსიძე
08.04.21 23:30
767
ექიმი, ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი აცხადებს, რომ აცრა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ექიმებისთვის კრიტიკულად აუცილებელია. ის ვაქცინაციის შესახებ Forbes Health-ის კამპანიას უერთდება.

„საბედნიეროდ, კოვიდი არ გადამიტანია, თუმცა ჩემს ირგვლივ ბევრ ნაცნობს და მეგობარს გადატანილი აქვს დაავადება, ზოგს - მძიმე ფორმით. ჩემს ირგვლივ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა ამ ვირუსმა, ამიტომ მიმაჩნია, რომ აცრა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ამ უბედურებას თავიდან აგვაცილებს.

გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს დავიცავთ დაავადების მძიმე ფორმისგან, იგივეს ავაცილებთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საკმაოდ მზღუდავს ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით აცრილი არ ვარ. იმედი მაქვს, მალე მექნება ეს შესაძლებლობა. დაიცავით თქვენი ახლობლები და აიცერით“, - ამბობს ჩხატარაშვილი.





ცნობისთვის, BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.