მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ACT: კომპანიათა 47%-ზე პანდემიას გავლენა არ ჰქონია, 51%-ზე კი - ნეგატიურად იმოქმედა

5e737b7ca25b5
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.20 18:20
880
გამოკითხულ კომპანიათა 47%-ზე პანდემიას გავლენა არ მოუხდენია, 51%-ზე - ნეგატიურად იმოქმედა, 2%-ზე კი დადებითად აისახა, - ამის შესახებ კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მიერ წარმოებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც კვლევამ აჩვენა, კომპანიათა 65%-ს ხარჯი არ შეუმცირებია, 24%-მა ნაწილობრივ, 7%-მა კი ხარჯები შეამცირა.

„პანდემიამ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე – ორგანიზაციების ნახევარზე მეტი - 51% - აცხადებს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად ან მკვეთრად გაუარესდა, ამასთან ორგანიზაციების მხოლოდ მესამედმა (31%) დაიწყო მუშაობა ხარჯების ნაწილობრივ თუ მკეთრ შემცირებაზე.

ყოველდღიური ბიზნეს პროცესების შეფერხების და ფინანსური შედეგის გაუარესების მიუხედავად, კომპანიების მენეჯმენტის შეფასებით ორგანიზაციების შიგნით ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე შფოთვის დონე საშუალოზე დაბალია. რესპონდენტებმა შფოთვა 10 ქულიან სკალაზე საშუალოდ – 4,47 ქულის დონეზე შეაფასეს“, - აღნიშნულია კვლევის შედეგებში. 

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საქართველოში არსებულ კერძო ორგანიზაციებში, მოხერხებული შერჩევის მეთოდით. სატელეფონო ინტერვიუირების ტექნიკის გამოყენებით გამოიკითხა 124 ბიზნესის ტოპ მენეჯერი, 2020 წლის 12-13 მარტის პერიოდში.