მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ACT: ბიზნესი უბრუნდება საწყის ეტაპს, ანუ შოკის რეჟიმიდან გამოდის

5ea0acc3dae3c
ნინი ლონგურაშვილი
23.04.20 10:15
1190
"ეს რეალობა, რომელშიც ახლა ჩვენ აღმოვჩნდით, თამაშის სრულიად ახალ წესებს გვთავაზობს და სწრაფი გადაწყობა იყო საჭირო. ჩვენი შეფასებით, ბიზნესი უბრუნდება საწყის ეტაპს, ანუ შოკის რეჟიმიდან გამოდის", - ამის შესახებ ACT-ის დამფუძნებელმა და გენერალური დირექტორმა თინათინ რუხაძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

"ჩვენი (ACT) არსებობის 18 წლის მანძილზე, არაერთი კრიზისი გამოგვივლია და კრიზისის მართვის ძალიან კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა.

ჩვენი შეფასებით, ჩვენს კლიენტებს ცოტა მეტად უჭირთ გადაწყობა. ისინი მსხვილი კომპანიები არიან, მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და სახელმწიფო ორგანიზაციები. ახლა უკვე რასაც ვატყობთ, ბიზნესი უბრუნდება საწყის ეტაპს, ანუ შოკის რეჟიმიდან გამოდის.

მე ვფიქრობ, ადაპტაციას ყველა გონიერი ბიზნესი გაივლის და ახალ რეალობაში, ახალი თამაშის წესებზე გადაეწყობა. ამაში ძალიან დიდ როლს იმუშავებს ის, რომ ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება. ვფიქრობ ბიზნესები ამას ელოდებიან იმიტომ, რომ რა არის ის ახალი რეალობა, რა არის ჩვენი ქვეყნის რეალობა, რა თამაშის წესები იქნება მომავალში და როგორ უნდა გადავეწყოთ, აი ამ კომპონენტს ელოდება ბიზნესების ძალიან დიდი ნაწილი. თუმცა ბევრი მათგანი უკვე გადაეწყო კიდეც, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი გადავიდა ონლაინ რეჟიმში, მაგრამ მასობრივად რომ ყველა ბიზნესი გამოვიდა შოკიდან და დაუბრუნდა ძველებური მუშაობის წესებს, ამაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით", - ამბობს თინათინ რუხაძე.