მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ACT-ი აღმოსავლეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში ფინანსური წიგნიერების კვლევას ჩაატარებს

5d81fe9368136
თელარა გელანტია
18.09.19 13:50
534

კომპანია ,,ეისითიმ" ხელი მოაწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD), რომლის ფარგლებში ჩატარდება ფინანსური წიგნიერების კვლევა აღმოსავლეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში - ბულგარეთი, ხორვატია, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, მოლდოვა, ჩერნოგორია და რუმინეთი.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

"ამ პროექტით ACT აფართოებს ოპერაციებს აღმოსავლეთ ევროპაში და მის პორტფოლიოში ემატება ხუთი ახალი ქვეყანა.

პროექტის შედეგების საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი მთავრობები შეძლებენ დაგეგმონ მიზნობრივი სტრატეგიები ფინანსური წიგნიერების ამაღლებისა და შესაბამისი ინდიკატორების გაუმჯობესების მიზნით", - ნათქვამია ACT-ის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.