23.სექტემბერი .2019 20:50

Ad Black Sea 2019 დასრულდა - ნომინაციები და გამარჯვებულები

views 178
უკან

ბათუმში Ad Black Sea 2019 – სარეკლამო ფესტივალი დასრულდა.

ფესტივალის ფარგლებში საუკეთესო ქართული სააგენტო, დიზაინ სტუდიო და ყველაზე კრეატიული სააგენტო გამოვლინდა.

წელს ფესტივალში 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტოები მონაწილეობდა.

Ad Black Sea უკვე მეხუთედ ტარდება და მიზანია, ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.

ფესტივალის საუკეთესო სარეკლამო სააგენტო - voskhod agency.

ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო - windfor’s.

ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტო - BBDO Group.

ფესტივალის საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო - voskhod agency.

ACAG-ის რეიტინგის მიხედვით, წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიის წოდება windfor's მოიპოვა. წლის საუკეთესო კრეატიული სააგენტო redbery გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა