პარლამენტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოუწოდებს, საკუთრებაში არსებული მიწები დაირეგისტრირონ. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლითაც დეპუტატების ნაწილი სოციალურად დაუცველებისთვის მიწის რეგისტრაციის შესახებ შეღავათის მოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივებას ითხოვს.
ცნობისთვის: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ დღეს მოქმედ კანონში წერია, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებული მიწა სოციალურ დახმარებაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა როგორც დეპუტატმა ხატია წილოსანმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ჩატარდა სიტუაციის ანალიზი და დადგინდა, რომ მიუხედავად შეღავათისა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დიდი ნაწილი მიწებს არ ირეგისტრირებს, რადგან ფიქრობს, რომ ამის გამო სოციალური შეღავათები ჩამოერთმევა.
„2021 წლის 1 იანვრამდე იყო შეღავათები მიცემული სოციალურ ბაზაში რეგისტრირებული ადამიანებისთვის მიწების რეგისტრაციაზე. ეს შესაძლებლობა არ არის გამოყენებული და ვადა გახანგრძლივდება 2023 წლის 1 იანვრამდე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მოტივაცია, რომ არ დაერეგისტრირებინა მიწა, ის იყო, რომ დაკარგავდნენ სოციალურ დახმარებას“, - განაცხადა ხატია წილოსანმა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიწების დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.
ინიციატორი კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას ითხოვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს