მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადამიანები აღარ გახსოვთ“ - მიხეილ დაუშვილი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს

616ea20bb5e7e
თელარა გელანტია
19.10.21 14:45
1176
„ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ, რომ დაივიწყეთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენი მოქალაქეების მთავარი დაკვეთა ჩვენს მიმართ, ზოგადად - პარლამენტის მიმართ, მთავრობის მიმართ - არის განვითარება, მაგრამ სამწუხაროდ ამის გარდა ყველაფერზე ვზრუნავთ და ამის გარდა ყველაფერზე ვსაუბრობთ.

მაგალითისთვის თუ გადავხედავთ რა ხდება კოვიდის მიმართულებით - ფაქტია, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს, შევხედავთ ინფლაციას, მაგალითად ბოლო 2-3 თვის ინფლაცია ავიღოთ - გვაქვს ორნიშნა რიცხვები. რეალობა არის ის, რომ მაგალითად ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, საკვებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი. თუ შევხედავთ, რა გვაქვს უმუშევრობის მაჩვენებელი, ვნახავთ, რომ ათიათასობით ჩვენი მოქალაქე უმუშევარია - სამუშაო ძალას ვგულისხმობ. შევხედავთ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას და ვხედავთ, რომ ეს რაოდენობა, ყოველდღიურად იზრდება - ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ღარიბდებიან და მათ ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირთ ცხოვრება“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეალობა არის ის, რომ ერთი მხრივ ორგანიზაცია „ოცნების“ და მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით ვხედავთ პოლიტიკურ შოუს.

„ამ დროს რეალობა რა გვაქვს - რეალობა გვაქვს ის, რომ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ შოუს. ერთი მხრივ ორგანიზაცია „ოცნების“ და მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ შესრულებით, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ იმყოფება, „ოცნება“ ქმნის ისეთ სიმულაციას, რომ თქვენ ხართ მთავარი აქტორები და თქვენს ირგვლივ ტრიალებს ეს ქვეყანა და სინამდვილეში, მოცემულობა არის ის, რომ ამ ყველაფერს ერთიც და მეორეს აკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომელიც თქვენ გაქვთ, ნებისმიერ ფასად. და ამ ყველაფრის ფონზე მთავარი და ყველაზე პრობლემური რეალობა არის ის, რომ აი თქვენ ადამიანი უბრალოდ აღარ გაინტერესებთ, აღარ გახსოვთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.