საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის ნიკ ბერესფორდის აზრით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ახალგაზრდა გახდეს სამუშაო ძალის ნაწილი.
ასე უპასუხა UNDP-ის საქართველოს ოფისის ხელძღვანელმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში წამყვანის შესაბამის კითხვას.
მისივე თქმით, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს დაეხმარონ სიღარიბიდან ამოსვლაში, რათა მათ მომავალში თავად გააგრძელონ განვითარება.
„ბევრი ახალგაზრდა არაა დასაქმებული, არაა სამუშაო ძალის ნაწილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან, რომ ახალგაზრდების უნარების გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სოციალურ ჭრილში, ასევე, ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პროგრამების ბენეფიციარების 50% შემდეგ პოულობს სამსახურს. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მეტი გვინდა“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, ნიკ ბერესფორდმა ინტერვიუში აქცენტი გააკეთა მაღალი ეკონომიკური ზრდის სიკეეთეების და სარგებლის ინკლუზიურ გადანაწილებაზე.
„საქართველოს ღია ეკონომიკა აქვს. ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან და ორიენტირებულია ექსპორტზე. ეს კარგი პოზიციაა, მაგრამ როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ მზარდი ვაჭრობით და ეკონომიკით, რათა ყველა ქართველამდე მივიდეს ეს სარგებელი?! ანუ არა მხოლოდ ციფრებში იყოს გამოხატული ეკონომიკური ზრდა, რაც , რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური ინკლუზია და სოციალური თანასწორობა“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.
წამყვანის ბლიც-კითხვას - რას უნდა დაესვას წერტილი ამ ქვეყანაში - UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ასეთი პასუხი გასცა:
„უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ეკონომიკურ ცხოვრებაში და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები. არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა“.
ნიკ ბერესფორდის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ჯანდაცვასა და განათლებაში.
“ადამიანები საქართველოს საუკეთესო აქტივია ძლიერი და ინკლუზიური ეკონომიკის ასაშენებლად. ინვესტიცია ადამიანურ განვითარებაში, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, მდგრადი ეკონომიკური ზრდის გასაღებია", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი