"ნებისმიერ ინდივიდს აქვს უფლება, აირჩიოს სურს თუ არა იმუნიზაცია, მაგრამ მეც, აცრილსაც მაქვს უფლება, ავირჩიო სიცოცხლე", - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ჯანმოს უნივერსალური და მზადყოფნის შეფასების ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის წევრმა ზაზა წერეთელმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანმრთელობა და არა კონკრეტული ინდივიდის. როგორც ის აცხადებს, გასაგებია ადამიანის უფლება, აირჩიოს რა უნდა, მაგრამ როცა პანდემიაა, ომია, ეს უფლება უკან გადადის.
„ჯანმოს ჯგუფში, რომელიც ვაქცინაციის საკითხებზე მესჯელობს, არის ადამიანი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარმოადგენს, რომ საკითხის განხილვა ადამიანის უფლებების ჭრილიდანაც მოხდეს. პოზიციები არის, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმუნიზაციის შესახებ, თუმცა არსებობს კანონი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანია სწორედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და არა კონკრეტული ინდიდივის სურვილი; როცა ერთი და ორი ინდივიდის ქცევა საფრთხეში აგდებს სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, აქ უკვე საჭიროა ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საზოგადოების დაცვისკენ და არა კონკრეტული ინდივიდის დაცვისკენ“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.
ჟურნალისტის კითხვას - როგორია ამ საკითხზე ჯანმოს რეკომენდაცია ქვეყნებისთვის, წერეთელი პასუხობს, რომ ჯანმო ურჩევს ქვეყნებს, მოიქცნენ ისე, როგორც ამათ მათი ქვეყნის სიტუაცია ითვალისწინებს.
„რაც შეეხება ჯანმოს რეკომენდაციას, ჯანმო ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და შემდეგ ყველა ქვეყანა თავად იღებს გადაწყვეტილებას. გაერთიანებული სამეფო ახლა მსჯელობს, რომ ექიმების ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს ანუ აქ უკვე ყველა სახელმწიფო იქცევა ისე, როგორი სიტუაციაც აქვს, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს პანდემიური მდგომარეობიდან. რუმინეთი აპირებს, რომ გამოაცხადოს სავალდებულო ვაქცინაცია, თუმცა ამას აკეთებს ირიბად, "მწვანე ბარათების" შემოღებით.
ომია და არ უნდა ველოდოთ როდის დასტაბილურდება სიტუაცია; როცა ქვეყანა ხედავს, რომ სიტუაცია მძიმეა, ბევრი ინფიცირებულია, აღარ უნდა გაწელოს პროცესი და ზომები უნდა მიიღოს, რადგან რაც უფრო გაიწელება პროცესი, მით უფრო რთული იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.
შეგახსენებთ, საქართველოში სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი 33%-მდეა, ხოლო დღიურად აცრილთა რიცხვი 5-დან 10 ათასამდე მერყეობს. მთავრობა ვაქცინაციის ტემპის წახალისების მიზნით, ჯერჯერობით, სავალდებულოობის ირიბი გზების წინააღმდეგია, ხოლო ეპიდემიოლოგები ამ საკითხს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ