მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანებმა მოგზაურობა კვლავ დაიწყეს - Wizz air

6450263650041
BM.GE
02.05.23 00:45
498
საკმაოდ დიდი მოთხოვნა შობის და აღდგომის პერიოდში გვქონდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ადამიანებმა კვლავ დაიწყეს მოგზაურობა, - ამის შესახებ Wizz air-ის ავიამიმართულებების განვითარების ოფიცემა, ეველინ ჯეკელიმ BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად წარმატებული იყოს სეზონი ავიაკომპანია Wizz Air-თვის, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად, ეველინ ჯეკელიმ უპასუხა:

„ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ავიაკომპანია Wizz Air-თვის, რადგან წინა წელი იყო პანდემიის შემდგომ აღდგენის პერიოდი. ზაფხულის სეზონზე ჩვენ გარკვეული საოპერაციო სიძნელეები გვქონდა, რისი გამოსწორებაც შევძელით ზამთრის სეზონზე. ჩვენ გვქონდა საკმაოდ დიდი მოთხოვნა შობის პერიოდში და ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო აღდგომის დღეებში, რაც ადასტურებს იმას, რომ ადამიანებმა კვლავ დაიწყეს მოგზაურობა. ეს რეალურად გამოწვევაა რომელსაც უნდა გაუმკლავდეს ყველა ამ პროცესში ჩართული კომპანია.

ამაში ვგულისხმობ არამარტო ჩვენ როგორც ავიაკომპანიას, არამედ დანარჩენ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა აეროპორტები, სანავიგაციო მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, რომლებმაც გარკვეული პრობლემები შექმნეს წინა საზაფხულო და ზამთრის სანავიგაციო სეზონებზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაანალიზოთ როგორც წინა ზაფხულის, ასევე ზამთრის პერიოდის სიძნელეები და გამოვიტანოთ დასკვნები, რათა მომზადებული შევხვდეთ ზაფხულის ახალ სანავიგაციო სეზონს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო იქნება“, - განაცხადა ეველინ ჯეკელიმ.